შპს „ჰიგიენა 2009“-ს დირექტორი ირაკლი ცეცხლაძე, რომელსაც ქობულეთში ახალი ნაგავსაყრელი უნდა აეშენებინა, დააკავეს.
ცეცხლაძე 5 მილიონი ლარის მითვისებისთვის იძებნებოდა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ბელარუსიაში იმალებოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლაძის დაკავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა განახორციელეს. დაკავების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცნოისთვის, „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის ირაკლი ცეცხლაძის მიერ თანხმის მითვისებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია აჭარის ფონანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაადასტურა. აღნიშნული თანხა ქობულეთსი, აჭარის რეგიონისთვის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა.