ირლანდიელმა ინჟინერმა ჯონ პაუერმა ფრენისას ზედმეტი ხარჯისგან თავის არიდების ხერხს მიაგნო. მან სპეციალურად თვითმფრინავის მგზავრებისთვის, ტრანსფორმერი-ჩანთა შექმნა, რომელიც 15 კილოგრამამდე სიმძიმეს იტევს. თუმცა, გამოგონების მთავარი ხიბლი არის ის, რომ ხელის მარტივი მოძრაობით იგი ქურთუკად იქცევა.
ტრანსფორმერი-ჩანთის 16 ჯიბეში თითქმის მთელი ბარგის განთავსება შეიძლება. მასში ნოუთბუკისთვისაც კი მოიძებნება ადგილი. მოგება სახეზეა: მგზავრს ბარგის გადატანისთვის თანხის გადახდა აღარ სჭირდება. პრაქტიკული ჩანთა მსოფლიო ბაზარზე უკვე გამოჩნდა. მისი შეძენა 80 დოლარადაა შესაძლებელი.
იმის გამო, რომ მგზავრებს ბარგის გადასატანად თანხის გადახდა აღარ მოუწევთ, სავარაუდოა, რომ ავიაკომპანიები არაერთგვაროვნად მოეკიდებიან გამოგონებას. გამორიცხული არ არის, ტექნოლოგიურ აქსესუარზე აკრძალვის დაწესებაც.