დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 13 მარტს განახლდება, _ ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეკანოზის ინტერესების დამცველებს პროკურატურიდან ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ დაკითხვა, ე.წ. მატროსოვის ციხეში 13 მარტს, 10:00 საათიდან განახლდება.
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის განახლებაზე თანხმობა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურამ მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო.