იშვიათი და ძვირფასი,ვიოლინო „სტრადივარიუსი“ ნიუ იორკში საკონცერტო სცენაზე 36 წლიანი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ვიოლინო, 1980 წელს,ტოტენბერგის ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახიდან, მასაჩუსეტში, კონცერტის შემდეგ გაუჩინარდა, ხოლო მისი აღმოჩენა 2015 წელს გახდა შესაძლებელი.
გავრცელებული ცნობით, ვიოლინო 2015 წელს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ერთ-ერთმა ქალმა ის ყოფილი ქმრისგან მემკვიდრეობად მიიღო და შეაფასებინა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მამაკაცი ტოტენბერგის ყოფილი მოსწავლეა და ის ვიოლინოს მოპარვაშია ეჭვმიტანილი, თუმცა მტკიცებულებების არ არსებობის გამო არ დაუპატიმრებიათ.
რაც შეეხება, რომან ტოტენბერგს, ის, 2012 წელს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაუწყებლის ცნობით, მან მე-18 საუკუნით დათარიღებული მუსიკალური ინსტრუმენტი, ცნობილი, როგორც „ამეს სტრადივარიუსი“ 1943 წელს შეიძინა.
როგორც ცნობილია, ანტონიო სტრადივარიუსის მიერ შექმნილი ვიოლინო მსოფლიოს საუკეთესო ქმნილებად ითვლება.
მაუწყებლის ცნობით, ნიუ იორკში გამართულ კონცერტზე ვიოლინოზე მისი ყოფილი მფლობელის, ვირტუოზ რომან ტოტენბერგის სტუდენტი, მირა უანგი უკრავდა.