დღეს თელავში, რუსთაველის ქუჩის კვეთაზე, ამ დრომდე უცნობმა ახალგაზრდა ქალბატონმა ლია კაკაბაძის დაყაჩაღება სცადა.
75 წლის პენსიონერი ვარაუდობს, რომ მძარცველს სწორედ პენსის სახით აღებული თანხის წაღება უნდოდა, თუმცა მოხუცებულმა მასთან გამკლავება მოახერხა.
ტელეკომპანია ‘რუსთავი 2″-ის ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.