საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისი მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებას ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე საკრებულოში არმისვლის შესახებ, კანონდარღვევას უწოდებს და აცხადებს, რომ ნარმანიას ამ საქციელისთვის პოლიტიკური ფასის გაღება მოუწევს.
„პოლიტიკური ფასის გაღება მოუწევს ამ ყველაფრისთვის „ქართულ ოცნებას“, რადგან თუ გონია ნარმანიას, რომ მარტო ის და ჩვენ ვართ, „ქართული ოცნება“ და დანარჩენი საკრებულოს ოპოზიცია, ძალიან ცდება. ხალხია, რომელიც ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს – როგორ ცდილობენ კანონზე გადავლას. სხვას სააკაშვილი კი არაფერს არ აფუჭებდა. კანონს არღვევდა და აბუჩად იგდებდა და რად დაუჯდა კი ვნახეთ. იმავეს განმეორებას ცდილობენ. თან ვინ ცდილობს _ ძალით ძველი ბიჭი ნარმანია, რომელიც ცდილობს, ძველ ბიჭად წარმოაჩინოს თავი, ასე არ ხდება. კანონი არის იმისთვის, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved