“Reuters”-ის ცნობით, 38 წლის საგადასახადო ინსპექტორმა, ბავარიის ქალაქ აბენსბერგიდან ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ლუდით სავსე 27 კათხა 40 მეტრზე გადაიტანა.
ოლივერ შტრუმპფელი 17 წლის განმავლობაში დამატებით შემოსავალს ლუდის ადგილობრივ ფესტივალზე Gილლამოოს-ი ოფიციანტად მუშობით იღებს. გერმანელი ოფიციანტის აღიარებით, რეკორდი მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ინტენსიური ვარჯიშები ტენაჟორებზე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ოფიციანტების დატვირთვა მკვეთრად ეცემა. ლუდით სავსე 27 კათხას საერთო წონა 60 კილოგრამს აღემატება.
ოლივერთან შეჯიბრი მხოლოდ ერთმა კონკურენტმა გაბედა, რომელმაც 26 კათხას გადატანა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ წინა მსოფლიო რეკორდიც შტრუმპფელს ეკუთვნის _ მან 2013 წელს 24 კათხა გადაიტანა.