იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ პარასპორტსმენთა ჩემპიონატში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ქართველი მოფარიკავე ირმა ხეცურიანი გახდა.
ხეცურიანმა რაპირაში მოპოვებულ ბრინჯაოს, ხმალში ოქროს მედალიც მიამატა და სამშობლოში ორი მედლით ბრუნდება. ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში გერმანელი მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 15:4 დაამარცხა.
ეს ირმა ხეცურიანის მეხუთე ოქროა კარიერაში. აღსანიშნავია, რომ რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი – ნინი თიბილაშვილიც.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved