ლუდი და სწრაფი კვება ყველაზე გაყიდვადია, მით უმეტეს, დასვენების დღეებში. სწორედ ამიტომ, მოხერხებულმა ცოლ-ქმარმა ასეთი ბიზნესი წამოიწყო: ტომმა და ათენა სიფერთებმა ერთ ბოთლში მოათავსეს ორივე, ლუდი და პიცა. ლუდი, რომელსაც პიცის გემო აქვს გახდა მიზეზი, წყვილს ნამდვილი სამუშაოები მიეტოვებინათ და ოჯახური ბიზნესი წამოეწყოთ. ილინოისის შტატში, თავიდან საკუთარ ავტოფარეხში მოხარშული ლუდი მალე ინგლისამდე “ჩავა”.
“ერთხელ ფეხბურთის ყურებისას პიცა გამოვიძახეთ, სახლში ლუდი არ აღმომაჩნდა და ღვინო მივაყოლეთ, პიცას ღვინო ძალიან არ მოუხდა, წავედი და შევიძინე ინგრედიენტები, რომლითაც ვფიქრობდი, რომ ღვინოს პიცის გემოს მივცემდი. ურიგო არ გამოვიდა, რასაკვირველია თავიდან გაზიანი ვერ გავაკეთე, მაგრამ შემდეგ ავტოფარეხში გადავინაცვლე და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვიმედოვნებდი”, _ ამბობს ტომი. პირველი მარკეტინგული სვლა ინგლისური პაბი იყო, წყვილმა ლუდი პაბში წაიღო და უფასოდ დაარიგა, პიცის არომატიანმა ლუდმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლა ლუდი მარკეტებშია და ერთი ბოთლის ფასი $1.99 -ია.
“იმისათვის, რომ ბიზნესი წამოგვეწყო, სესხი ავიღეთ $10 000-ის ოდენობით, ტარა და გაფორმება ხომ ფული ღირს, ინგრედიენტებს და დამზადებას რომ თავი დავანებოთ. ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა და უფრო მეტი პროდუქტის შეძენა გვიწევს, რათა იმდენი მოვადუღოთ, რომ ინგლისში დავაექსპორტოთ”, _ განაცხადა წყვილმა.
იმედი ვიქონიოთ, რომ იტალიური სახელით და პიცის არომატით შეზავებული ლუდი სარკასტულ ინგლისელებს მოეწონებათ.