აშშ-ში ზოოპარკის თანამშრომლებს სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება მოუხდათ იმისათვის, რომ მაიმუნების ბუნტი ჩაეხშოთ, რომლის ორგანიზატორიც 180-კილოგრამიანი გორილა კოგი აღმოჩნდა.
ინციდენტი ამერიკულ ქალაქ ბუფალოში მოხდა. მაიმუნმა ადგილობრივი მედპორსონალის შეცდომით ისარგებლა, გალიიდან გამოვარდა და გაქცევა სცადა. კოგის გალიაში კიდევ ხუთი გორილა იმყოფებოდა, თუმცა მათ გაქცევა ვერ შეძლეს.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა თავისუფლებისმოყვარე გორილას შეჩერება სცადა, თუმცა კოგამ მას ხელზე უკბინა და გაიქცა. ქალს სამედიცინო დამხარება დასჭირდა. ამ დროისათვის გორილა დასასვენებელ ზონაში მიიმალა. ზოოპარკის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.
სამართალდამცავებმა დაწესებულებაში მყოფი ადამიანები შენობიდან გაიყვანეს. შემდეგ კი, დაუმორჩილებელი ცხოველის გალიაში დაბრუნება სცადეს. მას რამდენიმე ტრანკვილიზატორიანი ისარი ესროლეს. ჩაძინებული გორილა თავის ადგილზე დააბრუნეს.
ინციდენტის შემდეგ ზოოპარკის ხელმძღვანელობა სპეციალური განცხადებით გამოვიდა. ადმინისტრაცია უსაფრთხოების სისტემის სრულყოფისთვის ახალი ზომების მიღებას გეგმავს.