კომპანია Mercedes-Benz ახალ ულტრა-მდიდრულ ავტომობილს გამოუშვებს.
G კლასის მანქანა, რომელიც SUV ტიპისაა, მგზავრების გადაყვანას როგორც უდაბნოში, ასევე ყინულზე ან სხვა ნებისმიერ რთულ ლანდშაფტზე შეძლებს.
ავტომობილი V12 ძრავით არის აღჭურვილი. Mercedes-Maybach G-Class 650 პირველად, ჟენევაში, ავტოგამოფენაზე აჩვენეს საზოგადოებას.
მისი ფასი წარმოებაში ჩაშვების შემდეგ დაახლოებით 500 000 აშშ დოლარი იქნება და ის ისტორიაში ყველაზე ძვირი სერიული წარმოების მანქანა გახდება.
„ესა მანქანა ფუფუნების ყველაზე მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ, ამავდროულად, ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ რეალური, ძლიერი ოფროადერი იყოს“ – ამბობს Mercedes-Benz-ის თანამშრომელი გიუნერ გეთენკე Bloomberg-თან ინტერვიუში.
წყარო:agora.ge