„სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ ამჯერად საკრებულოს მილიონერი დეპუტატების სიას აქვეყნებენ.
კვლევის ფარგლებში საკრებულოს 50 წევრის ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლეს და 13 მილიონერი დეპუტატის გამოავლინეს.
კვლევის ავტორების განცხადებით, ქონებრივი მდგომარეობით “ქართული ოცნების” წევრები თამარ ტალიაშვილი, ილია ჯიშკარიანი, ვლადიმერ ძნელაძე, ავთანდილ დავითაძე, გიორგი ტყემალაძე და ფრაქცია “დედალქალაქის” წევრი ზაზა ვეკუა ლიდერებენ.
მათი განცხადებით, 21 დუპუტატს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, დეკლარაცია საერთოდ შევსებული არ აქვს. ჯაბა სამუშიას კი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს საცხოვრებელი ბინა ნუცუბიძის ქუჩაზე.
კვლევის მეორე ეტაპის მიზანი დეპუტატების ქონებების კანონიერების შესწავლა იქნება.