ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.
„მოამბის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია ანტიკვარული თოფი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და ველოსიპედი.
ფაქტზე ზუგდიდის პოლიციის სამმართველომ წალენჯიხის მკვიდრი მამაკაცი დააკავა.
დაკავებულის სახლიდან ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.
მამაკაცი დანაშაულს აღიარებს, თუმცა ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველი, ჯერჯერობით უცნობია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
1tv.ge