მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა სიცილის დღეს მაისის პირველ კვირას აღნიშნავს.
ეს დღე პირველად ინდოეთში 1998 წლის 11 იანვარს აღნიშნეს. მოძრაობა მადან კატარიამ შექმნა, რომელიც სიცილის იოგის – “Laughter Yoga” დამფუძნებლადაც მიიჩნევა.
“სიცილის დღის არსებობის არსი ადამიანების ჯანმრთელობა, მხიარულება და მშვიდობიანი სამყაროა”, – წერია “World Laughter day”-ის ვებგვერდზე.
სიცილის იოგა ამბობს, რომ სიცილი პოზიტიური და ძლიერი ემოციაა, რომელსაც ყველა ინგრედიენტი აქვს, რაც ადამიანს სამყაროს შესაცვლელად სჭირდება.
სიცილის საერთაშორისო დღის აღნიშვნას გერმანელები ჩვეული სიზუსტით ზუსტად ორ საათზე იწყებენ.