ახალ ზელანდიაში 4 წლის ბიჭმა კინაღამ იყიდა ძველი მატარებელი, რომელიც სატრანსპორტო კომპანიამ გაიტანა სავაჭრო აუქციონზე. საკითხი თითქმის მოგვარებული იყო, მშობლებს დროზე რომ არ შეემჩნიათ ეს „საქმიანი გარიგება“.
“Metlink”-ის კომპანიაში ძალიან გაუხარდათ, როდესაც გაიგეს, რომ მათ მატარებელს, რომელიც ველინგტონის გარეუბნებში ჯერ კიდევ 40-იანი წლებიდან დადიოდა, ინტერნეტ-მომხმარებლის სახით, ჩამოწერისთანავე გაუჩნდა მყიდველი. მაგრამ სინანულით მოუხდათ თითზე კბენა, როცა გაიგეს, რომ 30 ათას დოლარად მატარებლის ყიდვის მოსურნე 4 წლის ბიჭუნა იყო, რომელიც მშობლების კომპიუტერს უჯდა მათი არყოფნის დროს.
როდესაც “Metlink”-ის კომპანიას ბიჭუნას დედის წერილი მიუვიდა გარიგების გაუქმების თხოვნით, კომპანიის წარმომადგენლებს ისღა დარჩენოდათ, მისი ტალანტი დაეფასებინათ, რომელმაც ბევრ მოზრდილზე უკეთ ჩაატარა სავაჭრო პროცედურა – იმისათვის, რათა ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში მიეღო მონაწილეობა, ბავშვს მოეთხოვებოდა კომპიუტერული ტექნიკის სრულყოფილი ცოდნა.