„ლაპარაკია ძალიან ამბიციურ ერთობლივ გეგმაზე ამერიკის შტატებთან ერთად, რომლის თანახმადაც ჩვენ ვქმნით საქართველოში შესაძლებლობას, გვქონდეს საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომლის ანალოგიც ამერიკას გერმანიაში აქვს თავის სამხედრო ბაზაზე და იყოს უშუალოდ ამ ცენტრთან კოორდინაციაში“, _ აღნიშნულის შესახებ თავდაცის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის ყოველწლიური ანგარიშს უსმენენ.
„იმ დანაზოგი 32 მილიონიდან 10 მილიონი სწორედ ამ ცენტრის მშენებლობაზე მიემართება. ასევე, საგარეო დაფინანსების ფონდი, ე.წ. FMF-ის ფონდი, ითვალისწინებს დიდ ფინანსურ დახმარებებს საქართველოსთვის და ეს დახმერებები ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა; აქედან კაპიკი არ დახარჯულა ჯერჯერობით და ეს უნდა მოხმარდეს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას. ლაპარაკის სერიოზულ თანხებზე. ამ თანხების რომელიც იყო 2015, 2016 და 2017-2018 წლების თანხების მობილიზება მოხდება, რომ იყოს უშუალოდ ამ პროგრამის რეალიზაციისკენ მიმართული. ამ, პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორედ საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია 2018 წლის 1 მარტიდან უკვე 9 ქვეითი ბატალიონის მუდმივი წვრთნები და მომზადება“, _ აღნიშნა იზორიამ.
მისივე განცხადებით, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მიმართული იქნება ნატო-ს სტანდარტის უზრუნველყოფისკენ და მუდმივი წვრთნებისკენ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, რომ ქართველი სამხედრო ძალები იყვნენ მზად საფრთხის პასუხგასაცემად.
„ეს პროგრამა არის მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატებისგან და მისი რეალიზაცია ახლო მომავალში იწყება. აღჭურვილობა და წვრთნა იქნება ბოლო 3-4 წლის განმავლობაში აქტივობების ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი“, _ განაცხადა იზორიამ.
მინისტრის ინფორმაციით, ცენტრი ვაზიანში განთავსდება.