ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა გარკვეულ რეგულაციებს აწესებს რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, საუბარია, სს „საქართველოს რკინიგზიდან“ გამგეობაში მიღებულ წერილზე, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის მხრიდან ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვისა და ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევის გამო, საფრთხე ექმნება მატარებელთა მოძრაობას, მგზავრთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
წერილის თანახმად, ირკვევა, რომ ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულია პირუტყვის გადარეკვა და ძოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება.
როგორც ირკვევა, საქართველოს რკინიგზა ამ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 თავის 106- მუხლით სარგებლობს, რომლის მიხედვითაც პირუტყვის გადარეკვის, ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას.