დიდი შვიდიანის ლიდერებმა რუსეთისა და სირიის სამხედრო ოფიცრებისთვის სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმება ვერ შეძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სანქციების დაწესება ვერ მოხდება, ვიდრე გასულ კვირას მომხდარ ავია იერიშს სათანადოდ არ გამოიძიებენ და არ იარსებებს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ავია იერიში ქიმიური იარაღის გამოყენებით განხორციელდა.
როგორც ცნობილია, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები იტალიაში სირიის პროვინცია იდლიბში გასულ კვირას მომხდარი საჰაერო თავდასხმის განსახილველად შეიკრიბნენ, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, მსოფლიო ლიდერები სირიის პრეზიდენტს და მის ხელისუფლებას დაბომბვის დროს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ, თუმცა სირია ქიმიური იარაღის ფლობას და შესაბამისად მის გამოყენებას უარყოფს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთი აცხადებს, რომ მომწამვლელი ნივთიერების გაჟონვა ქიმიური იარაღის საწყობის დაბომბვის შედეგად მოხდა.
როგორც ცნობილია, ამავე თემის განსახილველად იგეგმება ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური მდივნის, რექს ტილერსონის შეხვედრა მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან.
მაუწყებლის ინფორმაციით, ასევე არ არის გამორიცხული ტილერსონის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან.
ამავე თემაზე:
დიდი შვიდიანი რუს და სირიელი სამხედრო ოფიცრებისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობს