საქართველოს პრეზიდენტმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 91 მსჯავრდებული შეიწყალა.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.
მისივე ინფორმაციით, 62 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 29-ს კი, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.
როგორც ქორიძემ განაცხადა, შეწყალებულებს შორის 4 ქალია; მათგან სამი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს, ერთს კი, სასჯელი შეუმცირდა.
შეწყალებია კომისია 4-დან 6 აპრილის ჩათვლით მუშაობდა და 579 პირის საქმე განიხილეს.
პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.