თეთრი სახლი რუსეთს სირიის მიერ ქიმიური თავდასხმის დაფარვაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
„ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს დამალოს რა მოხდა იქ“,_აცხადებენ თეთრ სახლში.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას სირიის პროვინცია იდლიბში საჰაერო თავდასხმის შედეგად, რომელშიც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის ფლობასა და გამოყენებას უარყოფს.
რუსეთში კი აცხადებენ, რომ მომწამვლელი ნივთიერებების ჰაერში გავრცელება ამბოხებულების ქიმიური იარაღის საწყობზე მიტანილმა საჰაერო იერიშმა გამოიწვია და ამერიკის შეერთებული შტატები აგრესიული ქმედების უკანონო განხორციელებაში დაადანაშაულა.
როგორც ცნობილია, იდლიბის დაბომბვის საპასუხოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საჰაერო ბაზაზე იერიში მიიტანა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.
გუშინ დიდი შვიდიანის ლიდერები სირიის პროვინციაში მომხდარი შესაძლო ქიმიური თავდასხმის განსახილველად შეიკრიბნენ, თუმცა შეთანხმება მხოლოდ იმის შესახებ შეძლეს, რომ ასადმა სირიის პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს.