თეთრი სახლის პრესმდივანმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომში ქიმიურ იარაღს არ იყენებდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„მე მინიშნება ჰოლოკოსტის შესახებ შეცდომით გამოვიყენე და შედარება არ არსებობს, რის გამოც, ბოდიშს ვიხდი“,_განაცხადა სინ სპაისერმა.
მაუწყებლის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრესმდივანს სირიაში შექმნილი ვითარების შესახებ კითხვა ჟურნალისტებმა მაშინ დაუსვეს, როდესაც ის ებრაული დღესასწაულის, პასექის შესახებ საუბრობდა.
როგორც ცნობილია, პრესმდივანი დაიბნა და პასუხის გაცემის დროს სიტყვები აერია.