ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბანში მცხოვრები მარტოხელა მოხუცის მიშა ტიკარაძის სახლში დღეს, დილის საათებში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადა. თუმცა, როგორც გაირკვა, მეხანძრეების მისვლამდე ცეცხლის ჩაქრობა ტიკარაძის მეზობლებმა საკუთარი ძალებით შესძლეს.
სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
„ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და 90 წელს მიტანებული მოხუცი უვნებელი გადარჩა. საბედნიროდ ცეცხლი, სახლის პირველ სართულზე წარმოიქმნა, მეორე სართულს არ მოდებია. დამწვარია მხოლოდ ტანსაცმელი და პირველ სართულის ორი ოთახია გამურული“, _ თქვა სარიშვილმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.