მას შემდეგ, რაც ანტონიო ბანდერასი მელანი გრიფიტს დაშორდა, ანტონიო ძველ მეგობარს შერონ სტოუნს ძალიან დაუახლოვდა.
“ანტონიო და შერონი მრავალი წლის მანძილზე კარგი მეგობრები იყვნენ. ისინი ყოველთვის საჯაროდ ეფლირტავებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს”,- აღნიშნავს მსახიობების მეგობარი.
“არავის არსად არ ეჩქარება, ისინი მოვლენებს წინ არ უსწრებენ მელანის გამო, თუმცა, არავინ უარყოფს, რომ მათ შორის სიყვარულის ნაპერწკალი ნამდვილად არის”, _განაცხადა წყარომ.
ანტონიო და შერონი ერთად გეგმავენ ივლისში დასასვენებლად წასვლას, გრიფიტმა იცის, რომ მათ შორის რაღაც ხდება, მაგრამ ის მათი ურთიერთობის წინააღმდეგი არ არის.
“მელანმა იცის ანტონიოსა და შერონის დაახლოების შესახებ, მაგრამ მას ესმის, რომ დაშორების შემდეგ ისინი ახალ ეტაპზე უნდა გადავიდნენ”, _ აცხადებს წყარო გამოცემასთან საუბრისას.