საგარეჯოში დაკარგული 15 წლის ბიჭი პოლიციამ დააკავა. ბიჭს ბრალი ცხენების ქურდობაში ედება.
შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნის დაკარგვის თაობაზე შეტყობინება ორი დღის წინ შევიდა. პოლიციამ თავისი ძალებით დაკარგული ბიჭი გუშინ ღამით ოპოვა.
”ის დაკავებულია ქურდობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა). პოლიციამ ფერმიდან მოპარული 2 ცხენი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე დაიწყო”, _ აცხადებენ შსს-ში.