ამერიკულმა ტაბლოიდმა “National Enquirer” მსახიობ ჯონ ტრავოლტას კომპრომატების ახალი ულუფა იშოვა. გამოცემის რედაქციაში ტრავოლტას ფოტოები მოხვდა, სადაც ის ქალის სამოსშია გამოწყობილი. ფოტოები გადასაღებ მოედანზე არ არის გადაღებული.
როგორც გამოცემა ირწმუნება, ტრავოლტა ქალად გადაცმის დიდი მოყვარულია. ამის დასამტკიცებლად ტაბლოიდმა მსახიობის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის ქალის კაბაშია გამოწყობილი. ფოტოები ლოს-ანჟელესში 1997 წელს წვეულებაზეა გადაღებული. ამ წელს მსახიობი 6 წლის დაქორწინებული იყო თავის ამჟამინდელ მეუღლეზე კელი პრესტონზე.
ფოტოებზე ტრავოლტას თეთრი კაბა აცვია და წელზე ყავისფერი ქამარი უკეთია. მსახიობს ქერა პარიკი და გულდასმით გაკეთებული მაკიაჟიც არ დავიწყებია. დაკვირვებულმა ამერიკელმა ჟურნალისტებმა, გამჭვირვალე კაბის ქვეშ ბიუსტჰალტერიც შეამჩნიეს.
ფოტოების გარდა, გამომცემლობას ტრავოლტას ცოლის, კელი პრესტონის მეგობრის სიტყვებიც მოჰყავს. ვარსკვლავური წყვილის მეგობარი ირწმუნება, რომ 20-წლიანი ქორწინების შემდეგ კელიმ სირცხვილს ვეღარ გაუძლო და ჯონ ტრავოლტას დაშორდა.
“კელიმ თქვა, რომ მისი ქორწინება დასრულდა და მიმანიშნა, რომ აღარ ცხოვრობს თავის ოჯახურ რეზიდენციაშია.”
“ის წლობით ცდილობდა, შეგუებოდა ჯონის “გამოხტომებს”, მაგრამ, როდესაც ეს საზოგადოებაში ამოტივტივდა, ძალიან დამცირებულად იგრძნო თავი. ის განადგურებულია”.