“ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას” _ განაცხადა ვიცე–პრემიერმა,განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სკოლის ბუფეტებიდან არაჯანსაღი საკვების ამოღების ინიციატივაზე კომენტირებისას.
მისივე თქმით, ამ ინიციატივაზე მუშაობა ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად დაიწყეს:
“სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად. გვინდა და აქ უკვე დაძალება არ გამოვა, ეს იქნება უფრო შეთავაზება სკოლებისთვის _ ჯანსაღი პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი. შვედეთში იყო პროექტი, რომ სოფლის მეურნეობამ დაიწყო პროექტი და ყველა სკოლის შესასვლელში დადგა ვედრო, თასი ვაშლით.
თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას. ნუ შეჭამს თუ არ უნდა, ბოლოს მაინც შეჭამს, ესუსნავებათ ბავშვებს და მიადგებიან იმ ვაშლს და შეჭამენ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ საკითხის მოგვარებაში მშობლები აქტიურად უნდა ჩაერთონ.