გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე ნიჩბებით დაშვებისას რუსი ეროვნების მოყვარული სპორტსმენი დაიღუპა. აღნიშნულს ფაქტს “გურია ნიუსთან” საუბრისას გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი პაატა ლომთაძე ადასტურებს.
მამაკაცი მდინარეზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია.