საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, გარდაცვლილი მეშახტეების პატივსაცემად, 14 მაისს, ტყიბულში სამგლოვიარო მარშის გამართვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„იძიონ, წერონ და იკითხონ – ამ ყველაფერში დამნაშავე გამოკვეთილია. ყველა ის პირია დამნაშავე, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის სათავე არის იქ, სადაც შრომის ინსპექციის იგნორირება ხდება, სადაც შრომის ნორმებთან დაკავშირებით ბიზნესის შიშებზეა დაფუძნებული საქართველო, რომელიც ბიზნეს-სექტორის ხელში ერთ პატარა კომპანიას დაემსგავსა. ასეთი შემთხვევები უამრავი გვაქვს და კიდევ გვექნება. კიდევ გაგრძელდება, რადგან არის ომი დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ“, _ განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, პროფკავშირები 5 მეშახტის გარდაცვალების გამო, გლოვის დღის გამოცხადებას ითხოვდნენ.