უკრაინაში დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალებისას დაღუპულ თადარიგისოფიცერს, დავით სიხარულიძეს, ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, თბილისიდან ლანჩხუთში ოთხშაბათს გადმოასვენებენ. მას მშობლიურ სოფელში, სუფსაში ხუთშაბათს დაკრძალავენ.
თადარიგის ოფიცერი დავით სიხარულიძე 1973 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში დაიბადა, 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები დატოვა და უკრაინაში საბრძოლველად გაემგზავრა.
სიხარულიძეს ორი შვილი და მეუღლე დარჩა.