რამდენიმე წუთის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ექსპერტ კოკა კიღურაძეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაცვას შორის.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქების გაერთიანებას. ამ გადაწყვეტილებამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვა. მათ გადაწყვიტეს პროტესტი გამოეხატათ და საკრებულოს სხდომაზე სამგლოვიარო თაიგულის შეტანა სცადეს, რის უფლებაც დაცვამ არ მისცა.