“ენშტაინი” არც პონია და არც ჯუჯა, იგი მსოფლიოში ყველაზე პატარა ცხენია.
იწონის 2,7 კგ-ს, სიმაღლით კი 35,5 სმ-ია.
“ენშტაინის” პატრონი, ნიუ-ჰემფშირელი (ინგლისი) რეიჩელ ვაგნერი ოცნებობს საყვარელი კვიცის გინესის რეკორდების წიგნში ნახვაზე, ამიტომ საბუთებს ამზადებს.
“ენშტაინი” ამერიკული პინტოს ჯიშისაა, რომლის საშუალო სიმაღლე მეტრ-ნახევარია. ინდიელები ამ ჯიშის ცხენებს ბრძოლაში იყენებდნენ.