გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გაძლიერდეს მხარდაჭერა და თანაგრძნობა. ამ პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია ჟურნალისტის როლი. მედიასა და საზოგადოებაში უნდა ამაღლდეს ცნობიერების დონე იძულებით გადაადგილების ძირითადი მიზეზებისა და იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან დევნისა თუ სხვა ქვეყანაში თავშესაფრის ძიების დროს. მედიამ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა სირთულეები ხვდებათ ლტოლვილებს და რა შესაძლებლობები არსებობს მათი წარმატებული სოციალური ინტეგრაციისათვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ჟურნალისტს, ვისი მასალაც საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან 10 ივნისამდე, გადაიცა ან მომავალში გამოქვეყნდება. კონკურსი ღიაა ყველა ტიპის მედიისათვის, იქნება ეს: ტელევიზია, რადიო, ბეჭდური თუ ელექტრონული გამოცემა. ჟურნალისტებმა, 2017 წლის 10 ივნისამდე უნდა წარუდგინონ UNHCR-ს ერთი ნამუშევარი/სტატია (ბეჭდური, აუდიო, მულტიმედია). ნამუშევრები უნდა მომზადდეს ქართულ ან ინგლისურ ენებზე. UNHCR-ისთვის წარდგენილ საკონკურსო მასალას თან უნდა ერთოდეს ჟურნალისტის საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, ელ-ფოსტა.
ყველა მონაწილე მიწვეული იქნება დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
გამარჯვებული შეირჩევა ქვემოთ მოცემული ყოველი კატეგორიისთვის:
– საუკეთესო საგაზეთო სტატია;
– საუკეთესო ინტერნეტ სტატია/საუკეთესო ბლოგი;
– საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი
მასალის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფორმატში შემდეგ მისამართზე: kajaia@unhcr.org
(R)