ბლექსი არენაზე, კონცერტზე დასწრების მსურველები მატარებლით შეძლებენ მისვლას, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ავრცელებს.
“ესეც პირველი მატარებელი ბლექსი არენაზე. ნამდვილად საშური საქმე გაკეთდა, დაიგო ასფალტის გზა, ტროტუარი, მოეწყო თანამედროვე ლედ განათების სისტემა, აშენდა მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური და ამიერიდან კონცერტზე დასწრების მსურველები მატარებლით შეძლებენ მისვლას ამ არაჩვეულებრივ საკონტერტო დარბაზამდე.
რაც ჩამოვთვალე ყველაფერი ფონდმა “ქართუმ” გააკეთა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო”, _ წერს ცაგურია სოციალურ ქსელში.