ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდადში მცხოვრები 27 წლის ზ.დ. თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მერევე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ზ.დ. ბაღდადში დღეს ჩამოასვენეს.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსთან” საუბისას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ბაღდადში დავით ჭანუყვაძემ დაადასტურა.
“ზ.დ-ს მშობლები გარდაცვლილი ჰყავს. ის დეიდამ და ძმამ თბილისიდან რამდენიმე საათის წინ ჩამოასვენეს”, _ გვითხრა დავით ჭანუყვაძე.