ზაზა ფაჩულიასა და კავაი ლეონარდის ინციდენტში, რასაც „სან ანტონიო სპურსის“ ლიდერის ტრავმა მოჰყვა, “სპურსის“ მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი დაადანაშაულა და მისი მოქმედება „გაუფრთხილებლობით მკვლელობად“ შეაფასა. პოპოვიჩის განცხადებას ფაჩულიას მიმართ გუნდის გულშემატკივართა მხრიდან დიდი აგრესია გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ თავად კავაი ლეონარდსმა მეტოქე აბსოლუტურად უდანაშაულოდ სცნო, წერს USA TODAY.
„მართალია, მთელ პასუხისმგებლობას პოპოვიჩს არ ვაკისრებ, თუმცა, მისმა ნათქვამმა გარკვეული აგრესია გამოიწვია ჩემს მიმართ. რადგან „პოპმა“ თქვა, გულშემატკივრებს სჯერათ. ეს არ არის სწორი. თქვენ შეიძლება დამემუქროთ მე, მაგრამ დაემუქროთ ჩემს ცოლს და შვილებს დაუშვებელია.
მე არ ვარ წინააღმდეგი, თუ მათ ჩემთან ექნებათ საქმე. მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, ეს რამე კავშირში იყოს ჩემს ოჯახთან. ჩემს ცოლს და შვილებს არანაირი კავშირი არ აქვს ამასთან. მათ ეს არ დაუმსახურებიათ. მთელ პასუხისმგებლობას პოპოვიჩს არ ვაკისრებ, თუმცა გარკვეულწილად მისმა სიტყვებმა გამოიწვია ეს აგრესია“, – აღნიშნავს ფაჩულია USA TODAY-სთან საუბრისის.
ზაზას სამი შვილი ჰყავს, 8 და 7 წლის ბიჭები და 4 წლის გოგონა. ბიჭები სან ფრანაცისკოს ერთ-ერთ სკოლაში დადიან. სკოლაში, სადაც ზაზას შვილები სწავლობენ, დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღეს.