33 წლის ამერიკელი ნატურალისტის, კეისი ანდერსონის “მეჯვარე” თავისი უზარმაზარი შინაური დათვი-გრიზლი “ბრუტუსი” გახდა – ნატურალისტმა კი ცოლად ჰოლივუდის მსახიობი მისი პაილი შეირთო.
ბრუტუსი ზოოპარკში დაიბადა და იმდენად სუსტი ბელი იყო, ვეტერინარები მის “დაძინებას” ვარაუდობდნენ. ანდერსონმა ბელის მოკვლა არავის დაანება და ჩვილობიდან “ოჯახის წევრად” გაზარდა.
ამჟამად ბრუტუსს სახლში სრული თავისუფლება აქვს – ოჯახთან ერთად სამზარეულოშიც სადილობს და აუზშიც ბანაობს. ანდერსონის თქმით, 500 კგ-იანი ბრუტუსი მას “მამად” მიიჩნევს და აბსოლუტურად მორჩილია. წარმოუდგენელი ძალის მქონე დათვი აგრესიული არ არის და ანდერსონს ზურგზე ამხედრებულსაც სიამოვნებით ასეირნებს. რასაკვირველია, ბრუტუსმა “დედინაცვალი” სიამოვნებით მიიღო.