BBC-ის ინფორმაციით, მობილური აპლიკაცია Just A Baby ხალხს აიმედებს, თუმცა მას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.
როგორც ცნობილია, ახალი აპლიკაცია სუროგატ დედებსა და შეყვარებულ წყვილებს საშუალებას აძლევს, რომ სპერმისა და კვერცხუჯრედის დონორები მოძებნონ.
აპლიკაციის შემქმნელები იმედს გამოთქვამენ, რომ აპლიკაცია მარტოხელა ადამიანებს, ერთი სქესის მქონე წყვილებს ან იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც ბავშვის ყოლა სურს.
პროფესორ ადამ ბალენის თქმით კი აპლიკაციით სარგებლობა კარგი იდეა არ არის.
„თუ თქვენ გჭირდებათ სპერმის ან კვერცხუჯრედის დონორი კლინიკებს შეუძლიათ შემოგთავაზოთ სათანადო კანდიდატი, ხოლო აპლიკაციის გამოყენებას, ხალხს, კლინიკურად შეუმოწმებლობის გამო არ ვურჩევთ,“_ამბობს პროფესორი.
აპლიკაციის დამფუძნებლის თქმით, ბავშვის ყოლამდე ყველას შეუძლია სამართლებრივი რჩევების მიღება.