ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა ოზურგეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხის გამო განვითარდა:
“მე თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა სხდომებზე, როგორ ახდენდნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებზე ზეწოლას, ეს იყო პირდაპირი მცდელობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ მოეხდინათ პროცესის ბლოკირება, რაც მიმაჩნია, რომ არის წარსულის პოლიტიკა”.
თალაკვაძის თქმით, “არსად არ უქმდება თვითმმართველობა, არც ერთ ქალაქს არ უუქმდება ქალაქის სტატუსი _ ეს არის აგორებული კამპანია პოლიტიკური ქულების დაწერისა და ადგილობრივი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით”.