WORLD ECONOMIC FORUM-ის ცნობით, დღეს ადამიანები სამუშაოს 8 საათს უთმობენ, თუმცა, აღნიშნული დრო საქმის შესასრულებლად არაეფექტურია.
8 საათიანი სამუშაო დღის გრაფიკი არის მოძველებული და არაეფექტური მიდგომა სამუშაოს მიმართ და თუ გინდა, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული იყო საჭიროა წინსვლა და ახალი მიდგომის პოვნა.
8 საათიანი სამუშაო დღე სამრეწველო რევოლუციის დროს შეიქმნა, რამაც ხელი შეუწყო ქარხნის მუშაკებს სამუშაო საათები შეემცირებინათ. ეს იყო ჰუმანური მიდგომა 200 წლის წინ მუშაობისთვის, მაგრამ ჩვენთვის ცოტა მნიშვნელობა აქვს.
წინაპრების მსგავსად ჩვენ დღეში 8 საათი შესვენებით ან შესვენების გარეშე ვმუშაობთ. ადამიანებს კი, რომლებიც მუშაობენ, უფლება აქვთ 1 საათის განმავლობაში ისადილონ. თუმცა ეს მიდგომა კი არ გვეხმარება, არამედ უკან გვაბრუნებს.
Draugen Group-მა ჩაატარა კვლევა, თუ რა დროს ხარჯავენ ადამიანები სხვადასხვა დავალების შესასრულებლად და მიღებული შედეგი მათი პროდუქტიულობის დონეს შეადარა.
დაკვირვების შედეგად ცნობილი გახდა, რომ სამუშაო დღის ხანგრძლივობას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, არამედ მნიშვნელოვანია თუ როგორ აგებენ ადამიანები თავიანთ დღეს.
კერძოდ, ადამიანები, რომლებიც მოკლე შესვენებებს იყენებენ უფრო პროდუქტიულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ისინი, ვინც უფრო მეტ ხანს მუშაობს.
კვლევის მიხედვით, სამუშაოს იდეალურად შესრულებისთვის ადამიანებმა 52 წუთი საქმეს, ხოლო ხოლო17 წუთი შესვენებას უნდა დაუთმონ.
დაკვირვების დროს, ადამიანები, რომლებიც ამ გეგმით მუშაობდნენ თავიანთ საქმეს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდნენ. დაახლოებით 1 საათს ისინი ამოცანის შესრულებას უთმობდნენ, არ ამოწმებდნენ Facebook-ის შეტყობინებებს და იმეილს, ხოლო დაღლილობის შეგრძნების დროს ისვენებდნენ და სრულად ეთიშებოდნენ საქმეს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ადამიანი მუშაობის დროს ენერგიას კარგავს, რის შესავსებადაც ფეხით გასეირნება უფრო სასარგებლოა, ვიდრე ელექტრონული ფოსტის შემოწმება ან Youtube-ზე ვიდეოს ყურება.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სამუშაო დღე უფრო პროდუქტიული გავხადადოთ:
დაყავით სამუშაო დღე საათობრივ ინტერვალებად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ რა უნდა გავაკეთოთ დღის, კვირის ან თვის ბოლოს, მაგრამ ბევრად უფრო ეფექტურია, როდესაც ვფოკუსირდებით რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა.
დააფასეთ დრო. როდესაც დროს ფლანგავთ ელ-ფოსტის, ან Facebook-ის შემოწმებით ვერასდროს მიაღწევთ დასახულ მიზანს.
მოიწყვეთ ნამდვილი დასვენება. მოშორდით კომპიუტერს, ტელეფონს, სამუშაოს და გაისეირნეთ ფეხით ან წიგნი წაიკითხეთ.
შესვენების მოსაწყობად ნუ დაელოდებით იმას, თუ როდის გამოგეცლებათ ძალა ბოლომდე.