“მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიეწოდება”, _ასეთი კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ მედიასთან თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასთან დაკავშირებით:
“ამ პროექტს კიდევ განხილვა უდგას წინ, არც საორგანიზაციო, არც უფლებამოსილებათა საკითხებში არანაირი შემცირება არ მოხდება; არც ბიუჯეტის მხარე არ იცვლება ოზურგეთის თვითთმართველობისთვის. პირიქით, თვითმმართველობის არეალი იზრდება. რა მნიშვნელობა აქვს ქალაქი მარტო იქნება თუ რაიონთან ერთად?“ პირიქით, ის მის ვალდებულებას უფრო გაზრდის და არანაირად არ ამცირებს. აქ უფრო სიტყვათა თამაშს აქვს ადგილი, რაც არ არის მართებული. გაერთიანდება და ქალაქის მერების უფლებამოსილებები, როგორც განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებშია, გადაწვდება რაიონებსაც” _ ამბობს ვოლსკი.
_ უნდა ვიფიქროთ, რომ ვალდებულებები არ უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, რამდენი კაცი მართავს მუნიციპალიტეტს; ასე რომ, მერი რჩება და მერის გარშემო ხდება უფლებამოვალეობების ასეთი კონცენტრაცია,_ განმარტავს სამი წლის წინანდელი რეფორმის საწყისთან დაბრუნებას გიორგი ვოლსკი.