“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ოზურგეთის მერის პოსტზე აკაკი სტურუა იქნება.
სტურუა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ ჰქონია, თუმცა არ უარყობს, რომ ამასთან დაკავშირებით საუბრები შედგა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არც მას მიუღია და არც პარტიას, თუმცა აღნიშნავს, რომ რაც მეტი კარგი კანდიდატი იქნება ოზურგეთის მერის პოსტზე, ეს ქალაქს გამოადგება.
აკაკი სტურუამ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმიწფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2008 წლიდან 2014 წლის სექტმებარმდე თბილისის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო.
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო საქმიანობაში.
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “ნაციოალურ მოძრაობას” სწორედ გურიაში ეხმარებოდა.
პარტიაში მერობის კანდიდატზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
ამავე თემაზე: რა არ ეკითხება გამგებელს