“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსი დავით წულაძე თანამდებობას ტოვებს. ამ თხოვნით წულაძემ უკვე მიმართა ხელმძღვანელობას.
ჩვენი წყაროს თქმით, წულაძე, რომლის მუშაობითაც სამინისტროში კმაყოფილი არ არიან, საპატრულო პოლიციაში გადადის.
ჩვენ შევეცადეთ დეტალები პოლიციის უფროსთან გადაგვემოწმებინა, თუმცა, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
კომენტარი არ გააკეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროში:
_ კადრებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. საჯარო ინფორმაციის ბიუროს მიმართეთ, _ აღნიშნეს პრესსამსახურში.