ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში, ეკონომიკის განვითარების განყოფილების უფროსად ნენსი კიკვაძე დაინიშნა.
ნენსი კიკვაძე 3 წელია, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობს სხვადასხვა პოზიციებზე, იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების სპეციალისტი, ბოლოს კი სოციალური დაცვის განყოფილებაში სპეციალისტის პოზიციას იკავებდა.
აღნიშნულ ადგილას თეა კუპრაძე მუშაობდა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონულ სამმართველოს უფროსად დაინიშნა.