ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში არსებულ ფინანსურ კრიზისზე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ისაუბრა:
“მე იმ თათბირზე არ ვყოფილვარ, სადაც ნიკამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მთელი დღის განმავლობაში თათბირები იყო ხელფასებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობაა ახლა “რუსთავი 2”-ში.
ნიკას ძალიან რთულ სიტუაციაში მოუწია ყოფნამ, რადგან, როდესაც ამდენი ადამიანი გეუბნება, რომ სამსახურში ვერ მოვდივარ, მემონტაჟე ვერ მოდის. ეს არის ძალიან შიდა სამუშაო პროცესი, თანამშრომლები სამსახურში ფიზიკურად ვეღარ დადიან.
ნიკამ გულწრფელად და სამართლიანად თქვა, რომ სურათი არის ძალიან მძიმე და უპერსპექტივო და ეს უახლოეს თვეებშიც არ გამოსწორდება“_ თქვა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, თათბირზე მძიმე საუბარი შეგდა “კურიერის” ოპერატორებთანაც, რომლებიც კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ:
“ამ ადამიანებს კრედიტები აქვთ, ყველაფერი ხომ არსებობამდე დადის. ამის შემდეგ მფლობელი დაიბარეს და ის მივიდა თათბირზე, სადაც იყო ასევე მძიმე საუბარი ფინანსებზე”, _ აღნიშნა ტელეწამყვანმა.