თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარი ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ასევე, დაშავებულია სამი ადამიანი.
მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და გადავარდა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.