ევროპელმა მედიკოსებმა იმ პროდუქტების სია გამოაქვეყნეს, რომლებსაც მოსწავლეები და სტუდენტები გამოცდების პერიოდში ხშირად უნდა მიირთმევდნენ იმისთვის, რომ ტვინმა აქტიურად იმუშაოს.
ეს პროდუქტებია: თევზი, კვერცხი, ქათმის და საქონლის ღვიძლი, ხორბლის პური, ხილი და წყალი. რაც შეეხება ტკბილეულს, ტვინს მუშაობისთვის მართლაც ბევრი გლუკოზა სჭირდება. სუფთა შაქარი მყისვე სისხლში გადადის და შესაძლოა ერთ წუთში ამოხსნათ ამოცანა, გაიხსენოთ დავიწყებული ფორმულა და ა. შ.
თუმცა, გლუკოზის მომატებაზე ორგანიზმი ინსულინის გამომუშავებით რეაგირებს და შრომისუნარიანობა მკვეთრად ქვეითდება. იმედს ნურც ყავაზე, გამაგრილებელ და ენერგეტიკულ სასმელებზე დაამყარებთ, ისინი ტვინს და ნერვებს კი არ კვებავენ, პირიქით, ფიტავენ.
icode.ge