ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დღეს წყალი ჩამოვიდა. როგორც ტაძარში სასულიერო პირი აცხადებს, მან წყლის ჩამოსვლის კვალი დღეს შენიშნა.
ტაძარი მოხატული არ არის, შესაბამისად, არ არსებობს ფრესკების დაზიანების საშიშროება.
წყალი ცენტრალური გუმბათიდან ჩამოდის. სასულიერო პირის ინფორმაციით, წყლის ჩამოსვლის შესახებ უვე ეცნობა კომპანიას, რომელმაც ტაძრის გადახურვის სამუშაოები შეასრულა.
დაზიანებული სახურავის შეკეთება კომპანიის მიერ უსასყიდლოდ, გამოდარებისთანავე მოხდება.
rustavi2.ge