გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 22 ივნისის ჩათვლით საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი იქნება, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება.
სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.