გრძელდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ვლადიმერ იმნაძისა და უწყების წარმომდგენლების ვიზიტი გურიასა და აჭარაში. ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ იმნაძე თანამრომლებთან ერთად გურიის რეგიონის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე, ასევე განიხილეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არსებული მიმდინარე პროექტები და სამსახურსა და გურიის მხარის თანამშრომლობის შედეგად არსებული სტატისტიკური მონაცემები და ინოვაციური ჯგუფის მუშაობის შედეგები.
შეხვედრას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ხურციძე, რეგიონალური დეპარტამენტის უფრო სიმალხაზ თოფურია, ვეტერანების სამსახურთან არსებული სათათბირო – საკონსულტაციო ჯგუფის წევრი აკაკი ვაშაკიძე და ვეტერანების სამსახურთან არსებული სათათბირო – საკონსულტაციო ჯგუფის წევრი დოდო გუგეშაშვილი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი თანამშრომლებთან ერთად ჩოხატაურსა და ლანჩხუთის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებსაც შეხვდა. ვლადიმერ იმნაძემ დამსწრეებს უწყების საკანონმდებლო ინიციატივები და სამსახურში მიმდინარე პროექტები წარუდგინა. ვეტერანებსა და უწყების დირექტორს შორის საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანთა წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს შეეხო.
(R)