ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელშიც წელს 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს დღეს, ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.
“დღეს აბიტურიენტები გამოცდას აბარებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 41 ათას 500 აბიტურიენტზე მეტი იყო რეგისტრირებული. თუმცა აბიტურიენტების გარკვეული რაოდენობა გამოაკლდა პროცესს, რადგან გამოსაშვებ გამოცდებზე ვერ გადალახეს ბარიერი, აქედან გამომდინარე 39 ათასამდე აბიტურიენტი იღებს მონაწილეობას გამოცდებში. მთელი საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი მუშაობს. წელს ერთი ახალი საგამოცდო ცენტრი დაემატა თბილისში.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება ორი დღე გამოცდა, დღეს და ხვალ, შემდეგ ოთხშაბათს იქნება შესვენება. ხუთშაბათს და პარასკევს ვაგრძელებთ პროცესებს და აბიტურიენტები ჩააბარებენ ზოგად უნარებში გამოცდებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ გვეცოდინება რამდენმა აბიტურიენტმა დააგვიანა გამოცდაზე. წელს არ გვქონია შემთხვევა, რომ საგამოცდო ცენტრი არეოდა აბიტურიენტს”, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისასგამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, წელს ეროვნულ გამოცდების 18 მსჯავრდებული აბარებს, რომელთაგან ერთი გოგონაა.